logo_geo
2011 წლის შემდეგ პირველად რონალდუ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ვერ ითამაშებს
- +

17 აპრილი. 2019. 13:03

 

გუშინ საღამოს, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის საპასუხო შეხვედრები გაიმართა. ტურინში საკუთარ მოედანზე „იუვენტუსმა“ ამსტერდამის „აიაქსს“ უმასპინძლა და მინიმალური სხვაობით 1:2, ორი მატჩის ჯამში კი 2:3 დამარცხდა.

 

2010 წლის შემდეგ პირველად მოხდა, როდესაც ტურინელთა პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი კრიშტიანუ რონალდუ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის მიღმა აღმოჩნდა. 34 წლის ფეხბურთელი ზედიზედ 8 წლის განმავლობაში ახერხებდა მადრიდის „რეალთან“ ერთად ამ სტადიაზე თამაშს, თუმცა მიმდინარე სეზონი, როგორც ფეხბურთელისთვის, ისე კლუბისთვის წარუმატებელი აღმოჩნდა. საგულისხმოა, რომ „აიაქსმა“ მერვედფინალში სწორედ მადრიდის „რეალი“ გამოთიშა ასპარეზობას, მეოთხედფინალში კი „იუვენტუსის“ ბარიერსაც გაუმკლავდა.

 

ტურინულ მატჩში, ანგარიში 28-ე წუთზე კრიშტიანუ რონალდუმ გახსნა, 34-ე წუთზე ვან დე ბიკმა წონასწორობა აღადგინა, 67-ე წუთზე კი დე ლიხტმა „იუვეს“ კარში გამარჯვების გოლი გაიტანა.

 

ნახევარფინალში „აიაქსის“ მეტოქე „მანჩესტერ სიტისა“ და ლონდონის „ტოტენჰემს“ შორის გამარჯვებული იქნება. მატჩი დღეს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი