logo_geo
ხმლით ფარიკაობაში საქართველოს ჩემპიონების ვინაობა ცნობილია
- +

20 აპრილი. 2019. 00:51

 

ფარიკაობაში საქართველოს 2019 წლის ჩემპიონატი დაიწყო. ტურნირის პირველ დღეს პრიზიორები ხმლით ფარიკაობაში გამოვლინდნენ. ქალთა შორის ქვეყნის ჩემპიონის ტიტული ლიკა ჯიჯეიშვილმა მოიპოვა. ვერცხლის მედლის მფლობელი ანა აფრასიძე გახდა. მესამე ადგილზე კი ლიზი ბაციაშვილი და თამარ ჩარკვიანი გავიდნენ.

 

კაცებში ჩემპიონი სანდრო ბაზაძე გახდა. გოგა კაკაურიძემ ვიცეჩემპიონის წოდება მოიპოვა. ბრინჯაოს მედლებს ვაჯა რეჭია და მიხეილ მარდალეიშვილი დაეუფლნენ.

 

20 აპრილს შეჯიბრება რაპირით ფარიკაობაში გაიმართება, 21 აპრილს კი პრიზიორები დაშნით ფარიკაობაში გამოვლინდებიან.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი