კრისტალბეთ ეროვნული ლიგის პირველი წრის დასრულების შემდეგ, საუკეთესო ფეხბურთელი, მწვრთნელი და სიმბოლური ნაკრები დაასახელეს.
საუკეთესო ფეხბურთელი ''დინამო ბათუმის'' მეკარე მიხეილ ალავიძე გახდა. ალავიძემ ეროვნულ ლიგაში 9 მატჩი ჩაატარა და აქედან 5 შეხვედრა გოლის გარეშე დაასრულა.
საუკეთესო მწვრთნელად საჩხერის ''ჩიხურას'' დამრიგებელი სოსო ფრუიძე დაასახელეს.
სიმბოლურ ნაკრებში ბათუმის დინამოს ორი ფეხბურთელი მოხვდა: მეკარე მიხეილ ალავიძე და ნახევარმცველი გიული მანჯგალაძე.
საუკეთესო ფეხბურთელების სიმბოლური ნაკრები ასე გამოიყურება:
მეკარე: მიხეილ ალავიძე (დინამო ბათუმი)
მცველები: ლაშა ჩიკვაიძე (ჩიხურა), ოლეკსანდრ აზაცკი (ტორპედო), აბდელ მეჯუბი (დინამო თბილისი), გრიგოლ ჩაბრაძე (საბურთალო)
ნახევარმცველები: ლევან შენგელია (დინამო თბილისი) , მიშიკო სარდალიშვილი (ჩიხურა) , გიული მანჯგალაძე (ბათუმის დინამო), ლაშა შინდაგორიძე (საბურთალო)
თავდამსხმელები: ჯაბა უგულავა (სიონი), ოგნიერ როლოვიჩი (საბურთალო).