logo_geo
დაიწყო პროექტი „სპორტი ბარიერების გარეშე“
- +

26 აპრილი. 2019. 19:52

 

 

ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, პროექტი „სპორტი ბარიერების გარეშე“ დაიწყო, რომელშიც საქართველოს ყველა რეგიონის 12-16 წლის სპორტის მოყვარული მოზარდები ჩაერთვებიან. ინფორმაციას ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

 

პროექტმა სტარტი 24 აპრილს ზუგდიდში აიღო, სადაც მუნიციპალურ ეტაპზე 6 800 მოზარდი ჩაერთო. შეჯიბრი სპორტის 6 სახეობაში - სპრინტში, ფეხბურთში, კალათბურთში, ჭადრაკში, ფრენბურთში და მაგიდის ჩოგბურთში ჩატარდა. გამოვლინდნენ გამარჯვებული გუნდები და მონაწილეები.

 

ფეხბურთის ტურნირში გამარჯვებულ გუნდებს სიტყვით მიმართეს და სხვადასხვა საჩუქრით დააჯილდოეს ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის უფროსმა გიგა გაბელაიამ და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილემ კობა ქანთარიამ.

 

შესარჩევი ეტაპი საქართველოს ყველა რეგიონში მუნიციპალურ დონეზე გაიმართება, გამოვლენილი გამარჯვებული გუნდები კი რეგიონალურ ტურნირში ჩაერთვებიან. სპორტული ფესტივალი რეგიონალურ დონეზე სტარტს 7 მაისს აიღებს და საქართველოს 12 თვითმმართველ ქალაქს მოიცავს.

 

საქართველოს თითოეულ რეგიონში გამოვლინდებიან გამარჯვებულები სქესთა ბალანსის დაცვით, რომელთაც გადაეცემათ მანავში, „სპორტულ-შემეცნებითი საზაფხულო ბანაკის“ საგზური, თასები, მედლები და სხვა პრიზები.

 

პროექტი მიზნად ისახავს მოზარდებში მასობრივი სპორტის პოპულარიზაციას, თავისუფალი დროის ნაყოფიერად გამოყენებას, სპორტული აქტივობების საშუალებით ხელი შეუწყოს ახალგაზრდებს და ახალგაზრდულ ცენტრებს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან, მოახდინონ ჯანსაღი ცხოვრების და აქტიური მოქალაქეობის პოპულარიზაცია საკუთარ თემებში.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი