logo_geo
მოფარიკავე ლუკა კაჭარავა საერთაშორისო ტურნირის ჩემპიონი გახდა
- +

26 აპრილი. 2019. 20:57

 

 

ლუკა კაჭარავა თურქეთის ქალაქ ანტალიაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის Internatıonal Child Cup 2019-ის ჩემპიონი გახდა. ინფორმაციას საქართველოს ფარიკაობის ფედერაცია ავრცელებს.

 

ტრადიციულ შეჯიბრში სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან ერთად ქართველი მოზარდებიც მონაწილეობენ. დაშნით 14 წლამდე ბიჭებს შორის 115 მოფარიკავე დარეგისტრირდა.

 

ჯგუფურ ეტაპზე ლუკა კაჭარავამ ექვსიდან ხუთი შეხვედრა მოიგო, შემდეგ კი ფლეი-ოფში ყველა მეტოქე დაამარცხა, ფინალში მასპინძელთა წარმომადგენელ ეგემენ ოკტაის 15-13 სძლია და პირველი ადგილი დაიკავა.

 

მანამდე ლუკა კაჭარავა ბარსელონაში Trofeu Sant Jordi-ის გამარჯვებული გახდა.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი