logo_geo
„ბარსელონას“ პრეზიდენტი: მესი 45 წლამდეც შეძლებს თამაშს
- +

5 მაისი. 2019. 00:47

 

 

საფეხბურთო კლუბი „ბარსელონას“ პრეზიდენტმა ჰოსეპ ბარტომეუ ამბობს, რომ ლიონელ მესის 45 წლამდე შეუძლია თამაში. ამის შესახებ გამოცემა The Guardian წერს.

 

„ვინ იცის, მგონია მესი შეძლებს 45 წლამდე თამაშს. დარწმუნებულები ვართ, რომ ის კიდევ 5 წელს ითამაშებს, მაგრამ სინამდვილეში შეუძლია ითამაშოს იმდენი, რამდენიც უნდა. ჩვენ ვამზადებთ მესის შემცვლელებს, მაგრა ეს მალე არ მოხდება“, - ამბობს კლუბის პრეზიდენტი.

 

„მესი მსოფლიო ფეხბურთის ეკუთვნის, თუმცა ის სამუდამოდ ბარსელონას ეკუთვნის. ის ერთი კლუბის კაცია. ის შეაჩერებს მუშაობას, მაგრამ სულ ჩვენთან იქნება“, - განაცხადა ბარტომეუმ.

 

მესი კატალონიურ კლუბში 2004 წლიდან თამაშობს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი