logo_geo
რატომ არ დათანხმდა რონალდუ „ბარსელონაში“ თამაშს
- +

5 მაისი. 2019. 18:25

 

რატომ არ დათანხმდა კრიშტიანუ რონალდუ „ბარსელონაში თამაშს - ფეხბურთის ვარსკვლავმა პირველი განმარტება ესპანურ გამოცემა Sport.es-თან გააკეთა.

 

„ჩემთვის არ არის. ერთხელ თუ ორჯერ ვიყავი და ვიგრძენი, რომ „ბარსელონაში კრიშტიანუ არც ისე ძალიან უყვართ. ეს სავსებით ნორმალურია. წლების მანძილზე, მეტოქეები ვიყავით. ეს ჩემთვის პრობლემას არ წარმოადგენს“, - ამბობს რონალდუ.

 

ლეგენდარული თავდამსხმელი ამჟამად ტურინის „იუვენტუსის რიგებში თანამშობს.  2009-2018 წლებში ის მადრიდის „რეალის“ წამყვანი ფეხბურთელი იყო. რონალდუმ ამ დროის განმავლობაში 438 მატჩი ჩაატარა და 450 გოლი გაიტანა. მან „ბარსელონას წინააღმდეგ არაერთი დასამახსოვრებელი „ელ კლასიკო და ჩემპიონთა ლიგის მატჩი ითამაშა.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი