logo_geo
ნიკოლოზ ბასილაშვილი ფრენსის ტიაფოსთან დამარცხდა და მადრიდის მასტერსს გამოეთიშა
- +

6 მაისი. 2019. 18:19

 

 

ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბაყილაშვილმა ვერ შეძლო მადრიდის მასტერსზე პირველი წრის ბარიერის გადალახვა. მან ორ საათში წააგო ამერიკელ ფრენსის ტიაფოსთან – 7:6(8), 3:6, 4:6. ამით ბასილაშვილმა შარშანდელი შედეგი გაიმეორა.

 

პირველი სეტის პირველ ექვს გეიმში მეტოქეები იოლად ინარჩუნებდნენ საკუთარ გეიმებს. ნავსი ტიაფომ გატეხა რომელმაც მეშვიდე გეიმში ორი ბრეიკპოინტი მოიპოვა და მეორე ცდაზე შეძლო ბრეიკის შესრულება. მეცხრე გეიმში ამერიკელმა კიდევ ერთი ბრეიკპოინტი მოიპოვა, რომელიც თან სეტბოლიც იყო, მაგრამ ბასილაშვილმა გადაარჩინა ეს გეიმი, მეათეში კი თავად შეძლო საპასუხო ბრეიკის შესრულება და ანგარიში გაათანაბრა.

საბოლოოდ, საქმე ტაიბრეიკამდე მივიდა, სადაც ჩოგბურთელებმა ორ-ორი სეტბოლი ვერ გამოიყენეს. ბასილაშვილმა მესამე შანსი ხელიდან არ გაუშვა და მარათონული მე-13 გეიმი 10:8 მოიგო.

 

მეორე სეტის სტარტზე ქართველი ძალიან დამაჯერებლად გამოიყურებოდა – საკუთარ გეიმებს იოლად იღებდა, მესამე გეიმში კი ბრეიკი შეასრულა. თუმცა, ბასილაშვილმა ეს უპირატესობა მალე გაანიავა, როცა ტიაფომ საპასუხო ბრეიკი გააკეთა. ამას ნიკას მხრიდან კიდევ ერთი ჩაგდებული საკუთარი გეიმი მოჰყვა, რის შემდეგაც ტიაფომ სეტზე ჩააწოდა. საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ ბასილაშვილმა ზედიზედ ოთხი გეიმის წაგებით დაასრულა პარტია.

 

მესამე სეტში ტიაფო აშკარად დომინირებდა. საკუთარ გეიმებში პრაქტიკულად ქულას არ კარგავდა, მეხუთე გეიმში კი ბრეიკი შეასრულა და გადამწყვეტი უპირატესობაც მოიპოვა. ბასილაშვილმა ვერ შეძლო პირველი სეტის სცენარის გამეორება და ტურნირს გამოეთიშა.

 

 

big_banner
არქივი