logo_geo
ტოჩინოშინმა მეორე ბრძოლაც მოიგო
- +

13 მაისი. 2019. 12:55

 

ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ ნაცუმ ბაშოს მეორე ბრძოლაც მოიგო.

 

ამჯერად ტოჩინოშინის მეტოქე მეორე მაეგაშირა დაიეიშო იყო, რომელთანაც ჩვენებურს ხუთი გამარჯვება და მხოლოდ ერთი მარცხი ჰქონდა.

 

ამ მოგებით ტოჩინოშინის ბალანსი 2/0 გახდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართველი ჯერ-ჯერობით უდანაკარგოდ ასპარეზობს.

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი