logo_geo
ჭიათურაში ლაზერული რბენა გაიმართა
- +

14 მაისი. 2019. 18:57

 

 

ლაზერულ რბენაში UIPM-ის გლობალურ ტურს ჭიათურამ უმასპინძლა – მისი ორგანიზატორი საქართველოს თანამედროვე ხუთჭიდისა და სამჭიდისა ფედერაცია გახლდათ, ღონისძიება სირბილსა და სროლაში შეჯიბრს ითვალისწინებდა.

 

გლობალურ ტურში საქართველოს რამდენიმე რაიონის გუნდი მონაწილეობდა – ჭიათურის, საჩხერეს, ფოთის, გორის და რუსთავის გუნდები, ხოლო, თბილისს ოთხი წარმომადგენელი ჰყავდა – „პენტა“, „გლდანი“, „ბლექ სი“ და „პრომეთეს სკოლა“.

 

გოგონებსა და ბიჭებში გამარჯვებულები რამდენიმე ასაკობრივ კატეგორიაში გამოვლინდა, მონაწილეთა შორის ყველაზე პატარები 2012 წელს დაბადებულები იყვნენ, ხოლო ყველაზე დიდები – 1951 წელს დაბადებულები.

 

აღსანიშნავია, რომ ყველაზე უმცროსი ასაკის ბიჭებსა და გოგონებში საჩხერელმა სპორტსმენებმა იმარჯვეს. ლაზერულ რბენაში შემდეგ ტურნირს 9 ივნისს სწორედ საჩხერე უმასპინძლებს.

 

 

big_banner
არქივი