logo_geo
ტოჩინოშინის მეორე მარცხი ნაცუ ბაშოზე
- +

22 მაისი. 2019. 13:27

 

 

ქართველმა სეკივაკე ტოჩინოშინმა ნაცუ ბაშოზე მეთერთმეტე ბრძოლა გამართა და მეორედ დამარცხდა.

 

ამჯერად ლევან გორგაძის მეტოქე მეოთხე მაეგაშირა აბი მასატორა იყო, რომელთანაც ქართველს სამი შეხვედრიდან სამივე მოგება ჰქონდა.

 

ბრძოლა ტოჩინოშინმა აქტიურად დაიწყო, თუმცა მისმა მეტოქემ ჭკვიანური ილეთი გამოიყენა და ქართველი სუმოისტი დოჰიოდან ინერციით გადავარდა.

 

შედეგად, ტოჩინოშინის ბალანსი 9/2 გახდა.

 

შეგახსენებთ, რომ ოძეკის წოდების დასაბრუნებლად, დარჩენილი ოთხი ბრძოლიდან ლევანს მხოლოდ ერთის მოგებაც ჰყოფნის.

 

აღსანიშნავია, რომ დღეს თავისი ბრძოლა იოკოძუნა კაკურიუმაც წააგო, რაც იმას ნიშნავს, რომ მიმდინარე ნაცუ ბაშოზე ლევან გორგაძეს კვლავ მეორე შედეგი აქვს.

 

 

big_banner
არქივი