საქართველოს ჩემპიონატი სპორტულ ტანვარჯიშში დასრულდა. შეჯიბრება ქალთა და ვაჟთა შორის სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში ჩატარდა. ჩემპიონატში 60-მდე სპორტსმენი, საქართველოს სამი ქალაქიდან თბილისიდან, ქუთაისიდან და ბათუმიდან მონაწილეობდა. ტურნირში გამარჯვებულები სიგელებით, მედლებით და თასებით დაჯილდოვდნენ.
2-7 სექტემბერს კი სპორტსმენები ბათუმში, რუსუდან სიხარულიძის სახელობის, რიგით მე-7 საერთაშორისო ტურნირში მიიღებენ მონაწილეობას.