logo_geo
საქართველოს ჩემპიონატი სპორტულ ტანვარჯიშში დასრულდა
- +

27 მაისი. 2019. 16:27

 

საქართველოს ჩემპიონატი სპორტულ ტანვარჯიშში დასრულდა. შეჯიბრება ქალთა და ვაჟთა შორის სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში ჩატარდა. ჩემპიონატში 60-მდე სპორტსმენი, საქართველოს სამი ქალაქიდან  თბილისიდან, ქუთაისიდან და ბათუმიდან მონაწილეობდა. ტურნირში გამარჯვებულები სიგელებით, მედლებით და თასებით დაჯილდოვდნენ.

 

2-7 სექტემბერს კი სპორტსმენები ბათუმში, რუსუდან სიხარულიძის სახელობის, რიგით მე-7 საერთაშორისო ტურნირში მიიღებენ მონაწილეობას.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი