logo_geo
7 წლის დავით თათვიძე ევროპის ჩემპიონი გახდა
- +

8 ივნისი. 2019. 01:42

 

 

7 წლის დავით თათვიძემ ჭადრაკში ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

 

რუმინეთის ქალაქ მამაიაში, მიმდინარე ევროპის სასკოლო ჩემპიონატზე, ზედიზედ მეშვიდე პარტია მოიგო და სატურნირო ცხრილის სათავეში დამაჯერებლად მოექცა.

 

მან ბოლო, მერვე პარტიაშიც გაიმარჯვა და შვიდ წლამდე ასაკის მოსწავლეთა შორის ჩემპიონის ტიტული, ერთი ტურით ადრე მოიპოვა. ინფორმაციას ამის შესახებ, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის Facebook გვერდი აქვეყნებს.

 

 

big_banner
არქივი