logo_geo
საქართველოს 20 წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ფიჯი 12:8 დაამარცხა
- +

18 ივნისი. 2019. 10:42

 

საქართველოს 20 წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ფიჯი 12:8 დაამარცხა. „sportall.ge” ინფორმაციით, ფიჯი მატჩის განმავლობაში საქართველოს ნაკრებს 0:8 ამარცხებდა, თუმცა ქართველმა მორაგბეებმა თამაშში გარდატეხის შეტანა შეძლეს. მათ ბურთზე კონტროლი დაამყარეს და საბოლოოდ, მეტოქე 12:8 დაამარცხეს.

 

საქართველო და ფიჯი ერთმანეთს მე-9 ადგილისთვის ნახევარფინალურ მატჩში შეხვდნენ.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი