logo_geo
მათე გოქაძემ რუსი მოჭიდავე 8:0 დაამარცხა
- +

19 ივნისი. 2019. 13:41

 

110 კგ წონით კატეგორიის მოჭიდავე მათე გოქაძემ უნგრელი ადოლფ ბაზო, ბელარუსი ილია შუმჩიკი და თურქი ომერ აიგული დაამარცხა, ფინალში გავიდა და ოქროს მედლისთვის რუსეთის წარმომადგენელ საიდ მუსაევთან იჭიდავა.

 

შარშანდელი კადეტთა ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორმა საიდ მუსაევს მცირედი შანსიც კი არ მისცა, 8:0 დაამარცხა იგი და ოქროს მედალი მოიპოვა.

 

ევროპის ჩემპიონატი იტალიის ქალაქ ფაეცაში კადეტ მოჭიდავეთა შორის მიმდინარეობს.

 

 

 

 

big_banner
არქივი