logo_geo
ქართველმა მოჭიდავეებმა ევროპის ჭაბუკთა ჩემპიონატზე 4 მედალი მოიპოვეს
- +

20 ივნისი. 2019. 12:33

 

4 მედლით დაასრულეს ასპარეზობა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა ევროპის ჭაბუკთა ჩემპიონატზე. იტალიაში გამართულ კონტინენტის პირველობაზე,

 

ფინალურ დღეს 71 კილოგრამ წონით კატეგორიაში დათა ჩხეიძემ ფინალში წააგო და ვერცხლის მედალს დასჯერდა. 60 კგ-ში კი ნიკა ბროლაძემ ბრინჯაო მოიპოვა. იტალიაში ჩემპიონობა მძიმეწონოსანმა მათე გოქაძემ იზეიმა, რომელმაც ფინალში რუსეთის წარმომადგენელი საიდ მუსაევი დაამარცხა. დიმიტრი ხაჩიძე კი ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

 

მთლიანობაში საქართველოს ანგარიშზე ევროპის ჩემპიონატზე 1 ოქრო, 1 ვერცხლი და 2 ბრინჯაოა.

 

ხვალიდან ევროპის ჩემპიონატზე თავისუფალი სტილით მოჭიდავეები დაიწყებენ ასპარეზობას.

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი