„პსჟ“-ს თავდამსხმელი „ბარსელონაში“ დასაბრუნებლად ემზადება. უფრო მეტიც, ის დაბრუნების სანაცვლოდ ხელფასის მნიშვნელოვნად შემცირებაზე თანახმაა. ამის შესახებ „FOX“ წერს.
„ბარსაში“ გადასვლის შემთხვევაში, ბრაზილიელი ფორვარდი წლიური 36-მილიონევროიანი გასამრჯელოს ნაცვლად 22 მილიონს მიიღებს, ანუ რამდენიც პარიზულ კლუბში გადასვლამდე ჰქონდა.
„მალე დავბრუნდები“, - ასე მიმართა „ბარსელონას“ ფეხბურთელებს ნეიმარმა.