logo_geo
ნეიმარი „ბარსელონაში“ დაბრუნებისთვის ემზადება
- +

24 ივნისი. 2019. 11:16

 

 

„პსჟ“-ს თავდამსხმელი „ბარსელონაში“ დასაბრუნებლად ემზადება. უფრო მეტიც, ის დაბრუნების სანაცვლოდ ხელფასის მნიშვნელოვნად შემცირებაზე თანახმაა. ამის შესახებ „FOX“ წერს.

 

„ბარსაში“ გადასვლის შემთხვევაში, ბრაზილიელი ფორვარდი წლიური 36-მილიონევროიანი გასამრჯელოს ნაცვლად 22 მილიონს მიიღებს, ანუ რამდენიც პარიზულ კლუბში გადასვლამდე ჰქონდა.

 

„მალე დავბრუნდები“, - ასე მიმართა „ბარსელონას“ ფეხბურთელებს ნეიმარმა.

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი