logo_geo
რეიტინგში თეიმურაზ ჯუღელი მნიშვნელოვნადაა დაწინაურებული
- +

24 ივნისი. 2019. 11:38

 

იაპონიის სუმოს ფედერაციამ ნაგოა ბაშოს დაწყებამდე ორი კვირით ადრე რეიტინგი განაახლა.

 

რეიტინგის სათავეში მონღოლი იოკოძუნები, კაკურიუ და ჰაკუჰო არიან, მათ შემდეგ მყოფი ოძეკები კი ასე განლაგდნენ: გოედო, ტაკაიასუ, ტაკაკეიშო და ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი). აღმოსავლეთის სეკივაკე - იაპონელი მიტაკეუმი, ხოლო დასავლეთის კი მონღოლი ტამავაში იქნება. კომუსუბის რანგში იჭიდავებენ იაპონელები – აბი და რიუდენი.

 

მაკუჩი დივიზიონში მათთან ერთად მყოფი 32 მაეგაშირას სათავეში მაისის ბაშოზე ლევანთან წაგებულ შეხვედრაში გამარჯვებულად გამოცხადებული და შემდეგ იმპერატორის თასის მომგები ასანოიამა. მს მოსდევენ დასავლეთის N1 მაეგაშირა ჰოკუტოფუჯი, აღმოსავლეთის N2 მაეგაშირა, ბულგარელი აოიამა, დასავლეთის N2 მაეგაშირა, იაპონელი ენდო, აღმოსავლეთის N3 მაეგაშირა შოდაი, დასავლეთის N3 მაეგაშირა დაიეისჰო და სხვები.

 

ელიტური, მაკუჩი დივიზიონის მომდევნო, ჯურიო დივიზიონში დასავლეთის ჯურიო N2 გახდა თეიმურაზ ჯუღელი (გაგამარუ), რაც იმას ნიშნავს, რომ ნაგოია ბაშოზე წარმატებით (9 და მეტი მოგება) ასპარეზობის შემთხვევაში გაგამარუ სექტემბერში ლევან გორგაძესთან ერთად იასპარეზებს.

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი