logo_geo
როგორ დაამარცხა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა რუსი მოჭიდავე
- +

27 ივნისი. 2019. 15:16

 

გუშინ, მინსკში, ევროპული თამაშებზე თავისუფალის სტილით მოჭიდავეთა შორის 65კგ წონითი კატეგორიის ნახევარფინალურ შეხვედრაში ვლადიმერ ხინჩეგაშვილი რუს აჰმედ ჩაკაევს შეხვდა

 

შეხვედრის პირველ პერიოდში ჩაკაევმა ერთი ქული ხინჩეგაშვილის ხალიჩიდან გაყვანისთვის აიღო და მეტოქეები შესვენებაზე ასე წავიდნენ.

 

შეხვედრის მეორე ნახევარში ხინჩეგაშვილმა ჯერ ანგარიში გაათანაბრა, შემდეგ ორი ორქულიანი ილეთით დაწინაურდა 5:1. ამის შემდეგ მეტოქეებმა თითო ქულა აიღეს და ანგარიშზე 6:2, მაშინ, როცა შეხვედრის დასრულებამდე 35 წამი რჩებოდა, ხინჩეგაშვილმა ისე მოიგდო ხელთ ჩაკაევის ფეხი, საკმაოდ ხანგრძლივი, 20-წამიანი მცდელობის შემდეგ მოექცა მას ზემოდან, ანგარიში 8:2 გახადა და მეტოქეს პარტერიდან გამოსვლა შეხვედრის ბოლომდე არ დაანება.

 

დღეს ფინალში ვლადიმერ ხინჩეგაშვილი მსოფლიო სამგზის (2014, 2015, 2017) და ევროპის სამგზის (2014, 2018, 2019) ჩემპიონს, აზერბაიჯანელ ხაჯი ალიევს შეხვდება

 

 

 

 

 

big_banner
არქივი