logo_geo
ქართველმა მოჭიდავემ რუსი მეტოქე დაამარცხა
- +

1 ივლისი. 2019. 10:55

 

პოლონეთში მიმდინარე უმცორის ასაკის ჭაბუკთა ევროპირველობა 62 კგ კატეგორიაში არჩილ ბოლქვაძემ რუსეთის წარმომადგენელი ტურალ ბაირამოვი დაამარცხა.

 

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით ნაკრებმა პოლონეთში გამართულ უმცროსი ასაკის ჭაბუკთა ევროპირველობაზე ასპარეზობა წარმატებით დაასრულა.

 

2 ოქროს, 2 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

 

ჩემპიონები არჩილ ბოლქვაძე (62 კგ) და ლუკა გელაშვილი (68 კგ) გახდნენ, ვერცხლის მედლები ანრი თავართქილაძემ (44 კგ) და თორნიკე შაინიძემ (48 კგ) მოიპოვეს.

 

ბრინჯაოს მედლებს კი თამაზ ღლონტი (44 კგ), თემური ორჯონიკიძე (57 კგ) და ნიკოლოზ შიუკაშვილი (75 კგ) დაეუფლნენ.

 

საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა მეორე ადგილი დაიკავა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი