logo_geo
თბილისში დაბრუნებისას თვითმფრინავში ძიუდოისტებმა იჩხუბეს
- +

1 ივლისი. 2019. 19:05

 

 

ძიუდოისტებს შორის კიდევ ერთი ინციდენტი მოხდა. როდესაც საქართველოს ნაკრების წევრები მინსკიდან თბილისში ბრუნდებოდნენ, თვითმფრინავში ეროვნული გუნდის ერთ-ერთმა მწვრთნელმა, გიორგი ბაინდურაშვილმა ძიუდოისტ ლუკა მაისურაძეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ამ ინფორმაციას ძიუდოს ფედერაციაში ადასტურებენ.

 

ბაინდურაშვილი არაფხიზელ მდგომარეობაში იყო, რასაც ფედერაციის ხელმძღვანელებიც ადასტურებენ.

 

მაისურაძე ევროპულ თამაშებზე 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში გამოდიოდა და ბრინჯაოს მედალიც მოიპოვა.

 

უახლოეს დღეებში საქართველოს ძიუდოს ფედერაციის აღმასკომის სხდომა გაიმართება და კომიტეტის წევრები თვითმფრინავში მომხდარ ინციდენტზე იმსჯელებენ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი