logo_geo
ბასილაშვილმა „უიმბლდონზე“ პირველი გამარჯვება იზეიმა
- +

2 ივლისი. 2019. 19:31

 

მსოფლიოს მე-16 ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა „უიმბლდონზე“ პირველი გამარჯვება იზეიმა. ურთულეს შეხვედრაში, რომელიც 3:30 საათს გაგრძელდა, ბასილაშვილმა სიის 195-ე ნომერი, ბრიტანელი ჯეიმს უორდი დაამარცხა.

 

პირველი ორი სეტი ქართველმა ჩოგბურთელმა 2:6 და 4:6 დათმო, თუმცა შემდეგ მატჩში გარდატეხა შეიტანა და ორი სეტი 6:4, 6:4 მოიგო. გადამწყვეტი მეხუთე სეტი ასევე ბასილაშვილის უპირატესობით 8:6 დასრულდა.

 

შემდეგ წრეში, 3 ივლისს ბასილაშვილი მსოფლიო რეიტინგის 61-ე ნომერს, ბრიტანელ დენიელ ევანსს შეხვდება.

 

უიმბლდონის ტურნირი 1 ივლისს დაიწყო და 14 ივლისამდე გაგრძელდება. ტურნირის საპრიზო ფონდი 38 მილიონი გირვანქა სტერლინგია.

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი