logo_geo
რაგბის მატჩი საქართველოსა და რუსეთს შორის ჩაშლის პირასაა
- +

4 ივლისი. 2019. 11:47

 

„რაგბიში ამხანაგური მატჩი საქართველოსა და რუსეთის ნაკრებებს შორის, რომელიც 21 აგვისტოს თბილისშია დაგეგმილი, ჩაშლის პირასაა,“ - იტყობინება რუსული გამოცემა „გაზეტა“ ვებ გვერდ rt.ru-ზე დაყრდნობით.

 

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის განკარგულებით, ფრენები რუსეთიდან საქართველოში აიკრძალა, რაც, რუსული პრესის ცნობით, საფრთხის ქვეშ აყენებს მატჩის ჩატარებას.

 

იტყობინებიან ასევე, რომ რუსეთის რაგბის ფედერაცია კონსულტაციას გაივლის ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და გადაწყვეტილებაც ამის შემდეგ იქება მიღებული.

 

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, რუსულმა სარაგბო კლუბმა „სლავამ“ კონტრაქტი გაუწყვიტა ორ ქართველ მოთამაშეს იმის გამო, რომ მათ ერთ-ერთი ლელოს აღნიშვნისას ცალ თვალზე ხელი მიიფარეს და თბილისში მიმდინარე დემონსტრაციას სოლიდარობა გამოუცხადეს.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი