ნაგოია ბაშოს პირველ დღეს განცდილი მარცხის შემდეგ მობილიზება მოახერხა თემურ ჯუღელმა, რომელიც ჯურიოს პირველ ნომერს აზუმარიუს შეხვდა.
ქართველმა გოლიათმა თავიდანვე მოიპოვა უპირატესობა და ძლიერი მეტოქე იორიკირის ილეთით გადაიყვანა დოჰიოდან. 2 დღის შემდეგ გაგამარუს ბალანსი 1:1 ზეა. შეგახსენებთ, რომ თემურ ჯუღელი ჯურიოს მეორე ნომერია და დიდი ალბათობით აღლეს მაკუუჩი დივიზიონში დასაბრუნებლად მინიმალური დადებითი ბალანსის დაფიქსირებაც ეყოფა. ნაგოია ბაშოს მესამე დღეს გაგამარუს მეტოქე ჯურიოს მესამე ნომერი იუტაკაიამა იქნება.