logo_geo
საქართველო 2021 წელს კალათბურთში ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპს უმასპინძლებს
- +

15 ივლისი. 2019. 19:58

 

 

საქართველო იქნება ერთ-ერთი ქვეყანა, სადაც 2021 წელს  კალათბურთში ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი  გაიმართება.

 

მასპინძელი ქვეყანის გამოსავლენ კონკურსზე საქართველო დღეს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა წარადგინა.

 

აღნიშნული გადაწყვეტილება დღეს მიუნხენში FIBA EUROPE -ის ბორდმა მიიღო.

 

საქართველოს პრეზიდენტი ბორდის წინაშე მოხსენებით გამოვიდა და საქართველოს შესახებ ვიდეორგოლი წარადგინა.

 

მოხსენებაში სალომე ზურაბიშვილმა ხაზი გაუსვა  ქვეყნის მზაობას FIBA EUROPE -2021 მასპინძლობის შესახებ.

 

ასევე, სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ვლადიმერ ბოისა და საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია.

 

 

big_banner
არქივი