logo_geo
თბილისის „საბურთალომ“ ევროპა ლიგაზე ერევანში „არარატ-არმენია“ 2:1 დაამარცხა
- +

6 აგვისტო. 2019. 21:26

 

 

ევროპა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო წრის პირველ მატჩში თბილისის „საბურთალომ“ ერევანში „არარატ-არმენია“ 2:1 დაამარცხა. მატჩში ანგარიში „არარატ-არმენიამ“ გახსნა, თუმცა მეორე ტაიმში ალთუნაშვილმა და ყენიამ მეტოქეს 2 უპასუხო გოლი გაუტანეს.

 

ამ გუნდების საპასუხო მატჩი თბილისში, „მიხეილ მესხზე“ 14 აგვისტოს გაიმართება. შეგახსენებთ, რომ ამ წყვილში ორი მატჩის ჯამში გამარჯვებული ესტონური „კალიუსა“ და ლუქსემბურგის „დუდელანჟის“ წყვილს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი