ევროპა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო წრის პირველ მატჩში თბილისის „საბურთალომ“ ერევანში „არარატ-არმენია“ 2:1 დაამარცხა. მატჩში ანგარიში „არარატ-არმენიამ“ გახსნა, თუმცა მეორე ტაიმში ალთუნაშვილმა და ყენიამ მეტოქეს 2 უპასუხო გოლი გაუტანეს.
ამ გუნდების საპასუხო მატჩი თბილისში, „მიხეილ მესხზე“ 14 აგვისტოს გაიმართება. შეგახსენებთ, რომ ამ წყვილში ორი მატჩის ჯამში გამარჯვებული ესტონური „კალიუსა“ და ლუქსემბურგის „დუდელანჟის“ წყვილს შორის გამარჯვებულს შეხვდება.