logo_geo
„ლივერპული“ პრემიერ-ლიგის ისტორიაში ყველაზე მომგებიან კონტრაქტს აფორმებს
- +

23 აგვისტო. 2019. 12:48

 

 

„ლივერპული“ უკვე ახლოსაა პრემიერ-ლიგის ისტორიაში ყველაზე მომგებიანი სასპონსორო კონტრაქტის გაფორმებასთან. ამის შესახებ „The Sun“ წერს.

 

მერსისაიდელები ხელშეკრულების გაფორმებას აპირებენ სპორტული ნაწარმის უმსხვილეს მწარმოებელ „Nike“-თან. „The Sun“ არ აკონკრეტებს, რა თანხაზეა საუბარი, თუმცა, მისი ინფორმაციით, ეს იქნება უფრო მსხვილი გარიგება, ვიდრე „მანჩესტერ იუნაიტედის“  „ადიდასთან“ გაფორმებული კონტრაქტი - წელიწადში 82მლნ ევრო.

 

„ლივერპული“ ამჟამად „New Balance“-სთან თანამშრომლობს და წელიწადში 50მლნ ევროს იღებს. სპონსორის გამოცვლას კი მომავალი სეზონიდან გეგმავს

 

 

big_banner
არქივი