„ლივერპული“ უკვე ახლოსაა პრემიერ-ლიგის ისტორიაში ყველაზე მომგებიანი სასპონსორო კონტრაქტის გაფორმებასთან. ამის შესახებ „The Sun“ წერს.
მერსისაიდელები ხელშეკრულების გაფორმებას აპირებენ სპორტული ნაწარმის უმსხვილეს მწარმოებელ „Nike“-თან. „The Sun“ არ აკონკრეტებს, რა თანხაზეა საუბარი, თუმცა, მისი ინფორმაციით, ეს იქნება უფრო მსხვილი გარიგება, ვიდრე „მანჩესტერ იუნაიტედის“ „ადიდასთან“ გაფორმებული კონტრაქტი - წელიწადში 82მლნ ევრო.
„ლივერპული“ ამჟამად „New Balance“-სთან თანამშრომლობს და წელიწადში 50მლნ ევროს იღებს. სპონსორის გამოცვლას კი მომავალი სეზონიდან გეგმავს