logo_geo
ვიქტორ სანიკიძე ბერძნული „არისის“ სპორტული დირექტორი გახდა
- +

24 აგვისტო. 2019. 18:22

 

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი კალათბურთელი, რომელმაც ბრწყინვალე საკალათბურთო კარიერა ნაადრევად, ტრავმის გამო დაასრულა, საბერძნეთის დიდი ტრადიციების მქონე კლუბის – „არისის“ სპორტული დირექტორი გახდა. სანიკიძე გასულ სეზონში საქართველოს „ა“ ლიგაში მოთამაშე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდის პრეზიდენტი იყო, რომელიც ფინალში გავიდა და სუპერლიგამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა.

 

სანიკიძე ათენის „არისში“ 2016-2017 წლების სეზონში თამაშობდა, სადაც უმძიმესი ტრავმა მიიღო და ფაქტობრივად ეს გახდა კიდეც მისი კარიერის დასრულების მიზეზი. სანიკიძეს ევროპის არაერთ სახელგანთქმულ კლუბში უთამაშია. წლების მანძილზე ის ფრანგული „დიჟონის“, ესპანური „სარაგოსას“ და „ესტუდიანტესის“, იტალიური „ვირტუსის“ და „სიენას“, ასევე რუსული „უნიკსის“ და თურქული „ანკარას“ ღირსებას იცავდა.

 

 

big_banner
არქივი