ძიუდოისტი ლუხუმ ჩხვიმიანი მსოფლიო ჩემპიონი გახდა. ჩხვიმიანმა იაპონიაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე 60-კგ-მდე წონით კატეგორიაში ოქროს მედლისთვის ბრძოლა ტრიუმფით დაასრულა და ის საკუთარი კარიერის განმავლობაში, პირველად გახდა მსოფლიო ჩემპიონი.
ფინალში ლუხუმ ჩხვიმიანმა უზბეკი ძიუდოისტი შარაფუდინ ლუტფილაევი დაამარცხა.