logo_geo
საქართველომ მსოფლიო ჩემპიონატი ორი მედლით დაასრულა
- +

31 აგვისტო. 2019. 17:48

 

ტოკიოში მიმდინარე ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატის ბოლო საშეჯიბრო დღეს მძიმე წონით კატეგორიაში მოასპარეზე მსოფლიოს ჩემპიონი გურამ თუშიშვილი უმედლოდ დარჩა.

 

ქართველმა ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლა ჰოლანდიელ როი მეიერთან ვაზარით წააგო.

 

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლა 1 ოქროს და 1 ბრინჯაოს მედლით დაასრულეს. მსოფლიოს ჩემპიონი 60 კგ წონით კატეგორიაში ლუხუმ ჩხვიმიანი გახდა, ბრინჯაოს მედალი კი 81 კგ წონით კატეგორიაში ლუკა მაისურაძეს გადაეცა.

 

საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრები გუნდურ ჩათვლაში მესამე ადგილზე გავიდა.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი