logo_geo
ნიკოლოზ ბასილაშვილი სეზონის ბოლოს ოპერაციას გაიკეთებს
- +

5 სექტემბერი. 2019. 13:12

 

საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე გულშემატკივრების შეკითხვებს პასუხობს.

 

ერთ-ერთ შეკითხვაზე საპასუხოდ, სპორტსმენმა თქვა, რომ ამ სეზონის ბოლოს ოპერაციის გაკეთებას აპირებს, რადგან ხელის პრობლემა დიდი ხანია აწუხებს და ჩაწოდებების გამოსწორებაზე ბევრს ვერ მუშაობს.

 

შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილმა რამდენიმე დღის წინ ამერიკის ღია პირველობაზე გამოსვლა დაასრულა, მისი შემდეგი ტურნირი კი საფრანგეთის ქალაქ მეცში იქნება და ის 16 სექტემბერს დაიწყება.

 

 

big_banner
არქივი