logo_geo
93 წლის ასაკში გინესის რეკორდსმენი მწვრთნელი გარდაიცვალა
- +

16 სექტემბერი. 2019. 15:17

 

ცნობილი საფეხბურთო მწვრთნელი რუდი გუთენდორფი 93 წლის ასაკში გარდაიცვალა, იტყობინება BBC. სპეციალისტი, რომლის მეტსახელი „დაუღალავი რუდი“ იყო, გინესის რეკორდების წიგნში საინტერესო მიზეზით შევიდა – კარიერის განმავლობაში, მას 32 ქვეყნის 55 გუნდში უმუშავია.

 

გუთენდორფმა სამწვრთნელო კარიერა 1946 წელს, გერმანიის დაბალ ლიგებში დაიწყო, მოგვიანებით კი ბუნდესლიგის რამდენიმე კლუბს წვრთნიდა. მათ შორის იყვნენ „შტუტგარტი“, „ჰამბურგი“, „შალკე“ და „ჰერტა“.

 

გარდა ამისა, მას მსოფლიოს ყველა კონფედერაციის ნაკრები გაუწვრთნია, მათ შორის ჩილე, ავსტრალია, განა და სამოა, რომელსაც 2003 წელს, 80 წლის ასაკში ავარჯიშებდა.

 

big_banner
არქივი