logo_geo
ნიკოლოზ ბასილაშვილი მეცის ტურნირის მეოთხედფინალშია
- +

20 სექტემბერი. 2019. 01:52

 

 

აშშ-ის ღია პირველობის შემდეგ, ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი პირველ ტურნირს საფრანგეთის ქალაქ მეცში თამაშობს.

 

მსოფლიოს მე-17 ჩოგანი მერვედფინალიდან ჩაება ბრძოლაში. მისი პირველი მეტოქე იყო 29 წლის გერმანელი იანიკ მადენი, რომელიც კლასიფიკაციაში 129-ე ნომერია. ამ ჩოგბურთელებს ამ დრომდე არასოდეს ეთამაშათ ერთმანეთის წინააღმდეგ.

 

პირველ სეტში ბასილაშვილს სრული უპირატესობა ჰქონდა. მან ექვსი ბრეიკპოინტი მოიპოვა და ორჯერ აიღო მეტოქის მოწოდება. გერმანელი ერთხელაც არ მისულა ბრეიკპოინტამდე.

 

მეორე სეტში თანაბარი თამაში წავიდა. მოულოდნელად, მადენმა მეხუთე გეიმში ერთი ბრეიკპოინტი მიიღო და შანსი გამოიყენა. ბასილაშვილმა შეძლო რთული მდგომარეობიდან გამოსვლა – მერვე გეიმში მესამე ცდაზე შეასრულა უკუბრეიკი. ჩოგბურთელები ტაიბრეიკს მიუახლოვდნენ და საბოლოოდ, სეტის ბედი მართლაც მე-13 გეიმმა გადაწყვიტა.

 

ტაიბრეიკი უაღრესად დაძაბული გამოვიდა. ბასილაშვილმა მინიბრეიკით წინ გასვლა შეძლო – 4:2. შემდეგ მადენმა მოიპოვა ინიციატივა – გერმანელმა ზედიზედ ოთხი ქულა აიღო და ორმაგი სეტბოლი მოიგერია. ახლა უკვე ბასილაშვილს მოუწია ბრძოლის ჟინის ხარჯზე თამაშის გადარჩენა – 4:6-დან ოთხი ქულა მიითვალა და მატჩის საბოლოო ანგარიში მივიღეთ – 6:2, 7:6(6).

 

ბასილაშვილმა 14 ეისით დაასრულა შეხვედრა. ქართველმა თითქმის იდეალურად ითამაშა პირველ მოწოდებაზე – მხოლოდ ხუთი ქულა დათმო. ბასილაშვილის მეტოქე მეოთხედფინალში ფრანგი ჟო-ვილფრიდ ცონგა იქნება.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი