logo_geo
საქართველოს ნაკრები მსოფლიო საავტომობილო თამაშებზე პირველად გამოვა
- +

24 სექტემბერი. 2019. 00:38

 

 

საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის მსოფლიო საავტომობილო თამაშების (FIA Motorsport Games 2019) მასპინძელი ქვეყანა წელს იტალია იქნება. საქართველოს ნაკრები მსოფლიო საავტომობილო თამაშებზე პირველად გამოვა. ვალელუნგას ავტოდრომზე შეჯიბრებები 31 ოქტომბრიდან – 3 ნოემბრის ჩთვლით გაიმართება.

 

საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის ინფორმაციით საქართველოს ნაკრები ექვსიდან სამ სახეობაში მიიღებს  მონაწილეობას:  Digital CUP, Karting Slalom CUP და Drifting CUP;

 

Drifting CUP – სახეობაში საქართველოს ღირსებას მევლუდ მელაძე დაიცავს. მას ამ კატეგორიაში მსოფლიოს 7 ქვეყნის (დანია, შვეიცარია, საფრანგეთი, პორტუგალია, რუსეთი, ლატვია, ჩეხეთი) ავტომრბოლელბთან მოუწევს  დაპირისპირება.

 

Karting Slalom CUP – ში საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ქვეყნის სახელით ლიზი ბაგრამოვა და ნიკოლოზ გობოსნიძე იასპარეზებენ. ჩვენი ახალგაზრდები 16 ქვეყნის წარმომადგენლებს შეეჯიბრებიან (ალბანეთი, ავსტრია, ბელორუსია, ხორვატია, დანია, საფრანგეტი, გერმანია, ინდოეთი, ლატვია, ლიეტუვა, ნორვეგია, პორტუგალია, რუსეთი, სერბეთი, აილანდი,უკრაინა).

 

Digital CUP- სახეობაში კი საქართველოს სახელით მონაწილეობას არჩილ ციმაკურიძე მიიღებს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი