logo_geo
თბილისი თუ სევილია - დღეს გადაწყდება, თუ ვინ უმასპინძლებს ევროპა-ლიგის ფინალს
- +

24 სექტემბერი. 2019. 14:47

 

დღეს, სლოვენიის დედაქალაქ ლუბლიანაში UEFA-ს აღმასკომის სხდომა გაიმართება. სასტუმრო „ინტერკონტინენტალში“ შეკრებილი აღმასკომის წევრები გადაწყვეტენ, ვინ უმასპინძლებს UEFA-ს ევროპის ლიგის ფინალს.

 

ეს სხდომა საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან თბილისი ევროპის ლიგის 2021 წლის ფინალის მასპინძლობის კანდიდატია. ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაცია 2021 წლის საკლუბო ტურნირების ფინალური მატჩების მასპინძლობაზე წინადადებებს 2018 წლის 28 სექტემბრიდან 26 ოქტომბრამდე იღებდა. შემოთავაზებები 11 წევრმა ქვეყანამ წარადგინა. საბოლოო წინადადებების წარმოდგენის ბოლო ვადა 2019 წლის 15 თებერვალი იყო.

 

ევროპის ლიგის 2021 წლის ფინალის მასპინძლობაზე თავდაპირველი სიიდან მხოლოდ სამი კანდიდატურა შემორჩა – ვენის „ერნსტ ჰეპელის“ სტადიონი, თბილისის ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენა“და სევილია (სტადიონი დაზუსტებული არ არის).

 

ამავე დროს, დღესვე გაირკვევა კაცების და ქალთა ჩემპიონთა ლიგების და უეფას სუპერთასის მასპინძელი ქალაქების ვინაობა.

 

„დინამო არენამ“ მნიშვნელოვანი ევროპული ტურნირის ფინალს, 2015 წელსაც უმასპინძლა, როდესაც ევროპის სუპერთასზე „ბარსელონამ“ ანგარიშით 5:4 „სევილია“ დაამარცხა.

 

 

 

big_banner
არქივი