logo_geo
ლაშა ტალახაძე: ასეთი წონის აწევას არ ვგეგმავდი
- +

28 სექტემბერი. 2019. 19:28

 

საქართველოს ძალოსანთა ნაკრები სამშობლოში დაბრუნდა – წარმატებულ სპორტსმენებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დახვდნენ ოჯახის წევრები, გულშემატკივრები, ხელისუფლების წარმომადგენლები და საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოება.

 

საქართველოს ძალოსანთა ნაკრებმა ტაილანდის ქალაქ პატაიაში დასრულებულ მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა და შვიდი მედალი მოიპოვა: ხუთი ოქრო და ორი ბრინჯაო. ამ მაჩვენებლით საქართველომ გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილი დაიკავა, რაც ჩვენი ძალოსნებისთვის ისტორიული შედეგია.

განსაკუთრებულ წარმატებას ლაშა ტალახაძემ მიაღწია, რომელმაც სამი ოქროს მედალი მოიპოვა აკვრაში, ატაცსა და ორჭიდში და მსოფლიოს სამი რეკორდი გააუმჯობესა – ქართველი გოლიათი ზედიზედ მესამედ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი, სულ კი ეს ტიტული მეოთხედ მოიპოვა.

 

„მსოფლიოს ჩემპიონატზე მთავარი შედეგია. ახლა კიდევ ერთხელ მიწევდა ჩემპიონის ტიტულის დაცვა. მაგრამ გულის სიღრმეში ვფიქრობდი, რომ ჩემი რეკორდი გამეუმჯობესებინა, თუმცა, ასეთი წონის აწევას მაინც არ ვგეგმავდი“, – ამბობს მსოფლიოს ჩემპიონი ლაშა ტალახაძე.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი