logo_geo
2020 წლის აკრძალული პრეპარატების ჩამონათვალი ცნობილია
- +

2 ოქტომბერი. 2019. 21:12

 

მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტომ (WADA) გამოაქვეყნა აკრძალული პრეპარატებისა და მიღების მეთოდების სია 2020 წლისთვის. გარდა ამისა, ორგანიზაციამ სპორტსმენებს აცნობა – რა ცვლილებები შევიდა წინა ვერსიასთან შედარებით და როგორ გააკონტროლებს მომდევნო წელს სპორტსმენების პატიოსნებას.

 

„სია, რომელიც ყოველ წელს ნახლდება, მთელს მსოფლიოში ანტიდოპინგში დაინტერესებულ ფართო წრეებში გადის კონსულტაციების გრძელ პერიოდს. ეს კომპლექსური პროცესი მიმართულია სიაში იმ ახალი ნივთიერებებისა და მათი მიღების ახალი მეთოდების შესატანად, რომლებიც უკვე არსებობენ ბაზარზე ან ჯერ ისევ კლინიკური შემუშავების სტადიაში იმყოფებიან. ეს გვეხმარება დავიცვათ არა მხოლოდ პატიოსანი სპორტი, არამედ ვიზრუნოთ სპორტსმენების ჯანმრთელობაზე“, – გამოაცხადა WADA-ს გენერალურმა დირექტორმა ოლივიე ნიგლიმ.

 

აკრძალული პრეპარტებისა და მეთოდების სიაში აღმოჩნდა სისხლის გადასხმა, ასთმის პრეპარატები, მელდონიუმი, კოკაინი (მაგრამ მხოლოდ საშეჯიბრო პერიოდში), გენური ინჟინერია.

 

სია ძალაში 2020 წლის პირველი იანვრიდან შევა. ის ნაადრევად გამოაქვეყნეს იმისთვის, რომ სპორტსმენები აქედანვე გაეცნონ მას.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი