logo_geo
ლუკა კურტანიძემ ვეტერანთა შორის მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო
- +

12 ოქტომბერი. 2019. 22:45

 

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ინფორმაციით, თავისუფალ ჭიდაობაში, მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა, ლუკა კურტანიძემ ვეტერანთა მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო.

 

ეს კურტანიძის ზედიზედ მესამე გამარჯვებაა. თბილისში  მიმდინარე ტურნირზე ფინალში კურტანიძე მონღოლ შურას დაეჭიდა.

 

ლუკა კურტანიძეს სპორტულ კარიერაში, ორჯერ აქვს მოგებული მსოფლიოს ჩემპიონატი (2002 თეირანი 96 კგ. 2003 ნიუ-იორკი 96 კგ) ამავე ტურნირზე ორჯერ ვერცხლის, ხოლო ერთხელ ბრინჯაოს მედალსაც დაეუფლა. გარდა ამისა, არის ევროპის ხუთგზის ჩემპიონი (1996; 1997; 1998; 2001; 2005) სულ კი კონტინენტის პირველობაზე ცხრა მედალი აქვს მოპოვებული (5-ოქრო; 3- ვერცხლი; 1 – ბრინჯაო).

 

ლუკა კურტანიძე, ასევე ოლიმპიური თამაშების ორი ბრინჯაოს მედლის მფლობელია (1996 ატლანტა; 2000 სიდნეი).

 

ვეტერანთა მსოფლიოს ჩემპიონატი თბილისში 8 ოქტომბერს დაიწყო და 13-ში დასრულდება.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი