logo_geo
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა გერმანია დაამარცხა
- +

12 ოქტომბერი. 2019. 23:12

 

საქართველოს საწყალოსნო სპორტის სახეობათა ფედერაციის ინფორმაციით, 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ A ჯგუფში საქართველოს ნაკრები გერმანიას დაუპირისპირდა და 9:7 დაამარცხა.

 

ჯგუფში სამი გუნდია: საქართველო, გერმანია და შვეიცარია. ევროპის ჩემპიონატზე ორი გუნდი გადის. 13 ოქტომბერს საქართველოს ნაკრები შვეიცარიის გუნდს ხვდება.

 

ევრო 2020 ბუდაპეშტში (უნგრეთი) გაიმართება. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ბოლო სამ ჩემპიონატში მიიღო მონაწილეობა: 2014 წელს ბუდაპეშტში მე-12 ადგილი დაიკავა, 2016-ში სერბეთში - მე-14 და 2018 წელს ბარსელონაში - მე-13 ადგილი.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი