logo_geo
მარიამ ჭანტურია ევროპის ჩემპიონია
- +

2 ნოემბერი. 2019. 20:38

 

რუსეთის ქალაქ იჟევსკში 23-წლამდე ძიუდოისტთა შორის მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრების წევრი, 70 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე მარიამ ჭანტურია, ევროპის ჩემპიონი გახდა.

 

გადამწყვეტ შეხვედრაში მარიამ ჭანტურიამ ჰოლანდიელი ჰილდე იაგერეს დამარცხება შეძლო.

 

ქართველმა ძიუდოისტმა პირველ შეხვედრაში ებრაელ მაია გოშენს სამი შიდოთი სძლია. ჭანტურიამ შემდეგ ბელორუსი ჟანა ასიპოვიჩი ორ წუთსა და 16 წამში იპონით დაამარცხა, ნახევარფინალში კი ხორვატ ანდელა ვიოლიჩთან ჩატარებულ შეხვედრაში იმარჯვა.

 

მარიამ ჭანტურია ეთერ ლიპარტელიანის შემდეგ მეორე ძიუდოისტია, ვინც ევროპის ჩემპიონატის ოქროს მედალი მოიგო.

big_banner
არქივი