logo_geo
ვლადიმირ ვაისი: ეს სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია
- +

22 ნოემბერი. 2019. 18:50

 

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა უეფა-ს ერთა ლიგის პლეი ოფში წილისყრის შემდეგ აღნიშნა, რომ საქართველოს ეროვნულ გუნდს ისტორიული შესაძლებლობა მიეცა – ინფორმაციას ტვიტერზე უეფა-ს გვერდი ავრცელებს.

 

D ლიგის ნახევარფინალში საქართველო ითამაშებს ბელარუსთან, ხოლო ამ წყვილის გამარჯვებული ჩრდილოეთ მაკედონიასა და კოსოვოს შორის საუკეთესოს საკუთარ მოედანზე მიიღებს. საბოლოოდ, D ლიგის გამარჯვებული 2020 წლის ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს.

 

„ეს არის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი და ისტორიული შესაძლებლობა ქართული ფეხბურთისთვის. მომენტი, როდესაც ჩვენ შეგვიძლია გადავწეროთ მისი ისტორია“, – ვაისის ეს სიტყვები უეფა-ს ოფიციალურ „ტვიტერზე“ გამოქვეყნდა.

 

big_banner
არქივი