logo_geo
20 წლის ლუკა შონია კიკბოქსინგში მსოფლიო ჩემპიონი გახდა
- +

2 დეკემბერი. 2019. 23:12

 

 

20 წლის ქართველმა სპორტსმენმა, ლუკა შონიამ საერთაშორისო კიკბოქსინგის ორგანიზაციის, WAKO -ს ეგიდით გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა.

 

თურქეთის ქალაქ ანტალიაში დასრულებულ მსოფლიო პირველობაზე შონიამ 67 კგ წონით კატეგორიაში იასპარეზა და 4 შეხვედრა მოიგო.

 

ანგოლელი, რუსი და უკრაინელი მეტოქეების დამარცხების შემდეგ, ქართველმა კიკბოქსიორმა ფინალში ყაზახ ნურსულთან ხასანოვს სძლია და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა.

 

საერთაშორისო კიკბოქსინგის ორგანიზაცია - WAKO აღიარებულია საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიერ.

 

 

big_banner
არქივი