logo_geo
ქართველი ტანმოვარჯიშეების წარმატება საერთაშორისო ტურნირზე: 23 ოქრო 8 ვერცხლი
- +

22 დეკემბერი. 2019. 21:06

 

 

ტანმოვარჯიშეთა კლუბ ‘’პირველების“ წარმომადგენლებმა , უკრაინაში, ქალაქ ოდესაში საერთაშორისო ტურნირზე “ჭინტერ შტარ”,  23 ოქროს და 8 ვერცხლის მედალი მოიპოვეს. შეჯიბრში 500 -მდე ბავშვი მონაწილეობდა, მაგრამ ქართველებმა გამარჯვება არავის დაუთმეს.

 

2012 თინი ძაგნიძე, კატეგორია B

2010 ნინა დოლაბერიძე , კატეგორია B

2012 ნატალი მოდებაძე, კატეგორია B

2011 ნინა სამხარაძე, კატეგორია B

2011 ნოზაძე სოფო, კატეგორია B

2010 მარიამ კაკუტაშვილი, კატეგორია B

2008 მარგო ლენ, კატეგორია A

2007 სოფია ბელუშ, კატეგორია A

2007 ამინა გაძანოვა, კატეგორია A

2006 ნოზაძე გვანცა, კატეგორია A

2005 იანინა ნაზარენკო, კატეგორია A

პირველების გუნდი შედგება დამოუკიდებელი საქართველოს სხვადასხვა ეტაპზე, მხატვრულ ტანვარჯიშში, ეროვნული ნაკრების პირველი ნომრებისგან.

 

გუნდში მოღვაწეობს უკრაინიდან მოწვეული მწვრთნელი, საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი, უკრაინის მრავალგზის  ჩემპიონი მხატვრულ ტანვარჯიშში ვიქტორია ბუზუიანი.

 

კლუბის დამაარსებელია სპორტის დიდი ქომაგი,  ოლიმპიური კომიტეტის ყოფილი პრეზიდენტი გია ნაცვლიშვილი.

 

კლუბის განკარგულებაშია თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ორი დარბაზი და ამ კლუბში ამჟამად  250-მდე წევრია.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი