logo_geo
დღეს, მიხეილ მესხის დაბადების დღეა
- +

12 იანვარი. 2020. 23:35

 

12 იანვარს ქართული ფეხბურთის ლეგენდის, მიხეილ მესხის დაბადების დღეა. ის 1937 წელს, თბილისში დაიბადა.

 

მიხეილ მესხი თამაშობდა, როგორც თავდამსხმელის, ასევე, ნახევარმცველის პოზიციაზე. იცავდა თბილისის „დინამოს“, თბილისის „ლოკომოტივის“ და საბჭოთა კავშირის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ღირსებას. 1960 წლის ევროპის ჩემპიონი საბჭოთა კავშირის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში.  


ჟურნალისტი დემიკო ლოლაძე მიხეილ მესხის შესახებ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს: „დღეს განუმეორებელი მიხეილ მესხის დაბადების დღეა. ჩვენ თაობას გაუმართლა, რომ მწვანე მინდორზე საქმეში ვიხილეთ ფეხბურთის ეს გენიოსი. იკითხოს იმან, ვინც იმ პერიოდში სტადიონს არ ეკარებოდა, მესხისა და მისი სახელოვანი თანაგუნდელების ვირტუოზული გამოსვლები არა აქვს ნანახი. ჩემი აზრით, ეს იგივეა ქართველებს დაწყებითი განათლება იაკობის "დედა ენით" არ შეესწავლათ“.

 

 

big_banner
არქივი