logo_geo
ქართველი მორაგბე საფრანგეთში ტრაგიკულად დაიღუპა
- +

26 იანვარი. 2020. 22:44

 

რამდენიმე ფრანგული გამოცემა, ქართველი მორაგბე ბექა ბურდიაშვილის ტრაგიკული დაღუპვის შესახებ იტყობინება.

 

სპორტულ კლუბ „გროლეტუას“ წევრი, ქართველი რაგბისტი დღეს, ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა.



გამოცემა „ლა დეპეშ ფრანცის“ ინფორმაციით, შემთხვევა კვირას, დილის საათებში მოხდა.   28 წლის მამაკაცმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გზიდან გადავარდა. მამაკაცი ადგილზე  გარდაიცვალა. დაუყოვნებლივ მივიდნენ პოლიციის წარმომადგენლები, თუმცა როგორც ისინი აცხადებენ, სასწრაფო დახმარების გამოძახებას უკვე აზრი აღარ ჰქონდა.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი