logo_geo
7 წლის ბარბარე შონია ჭადრაკში საქართველოს ჩემპიონი გახდა
- +

30 იანვარი. 2020. 20:26

 

 ბორჯომელი მოჭადრაკე ბარბარე შონია საქართველოს ჩემპიონი გახდა. თბილისში გამართულ ჩემპიონატში 350-მდე მონაწილე იბრძოდა გამარჯვებისთვის. 7 წლის მოჭადრაკემ თავის ასაკობრივ კატეგორიაში 9 თამაშიდან ცხრავე გამარჯვებით დაასრულა, რაც იყო განსაკუთრებული შედეგი სხვა მონაწილეებისგან განსხვავებით. ბარბარე შონია სამცხე-ჯავახეთის მასშტაბით პირველია, ვინც აქამდე ჩემპიონის ტიტულის მოპოვება შეძლო. პატარა მოჭადრაკეს წინ ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატები ელის.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი